logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: თანმხლები დაავადების გამო არ უნდა არსებობდეს განსაკუთრებული შიში
- +

11 ოქტომბერი. 2020. 12:21

 

 

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, თუმცა თანმხლები დაავადების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ინფიცირების შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის ლეტალური იქნება.

 

მარინა ენდელაძე განმარტავს, რომ საჭიროა სიფრთხილე, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული შიში არ უნდა იყოს. მარინა ენდელაძის თქმით, გააჩნია თანხმლები დაავადების სიმძიმეს და იმას, თუ როდის მიმართა პაციენტმა სტაციონარს.

 

„ჩვენ ყველა გარდაცვალების დროს ვამბობთ, რომ პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები. რა თქმა უნდა, მაგრამ 11 794 პაციენტიდან, გარდაცვლილების გარდა სხვებსაც ჰქონდათ თანხმლები დაავადებები. თანხმლები დაავადებები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება გარდაცვალება, გააჩნია თანხმლები დაავადების სიმძიმეს, მიმართვას, როდის მიმართა პაციენტმა სტაციონარს და ა.შ. ამდენად, ამ მხრივ არ უნდა იყოს განსაკუთრებული შიში, რომ თანმხლები დაავადება აქვს და ის აუცილებლად გარდაიცვლება, თუმცა ძალიან გვჭირდება სიფრთხილე“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner