ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში GFK-ის მიერ მომზადებულ სოციოლოგიურ კვლევას ეხმაურება:
"ამ „ობიექტური" კვლევის შედეგები 3 დღით ადრე წინასწარ იცოდა და ამის შესახებ წინასწარ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მანვე გამორჩეულად გაუსვა ხაზი 'ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილი პარტიების' რეიტინგს, რომელიც როგორც ჩანს განსაკუთრებით ადარდებს.
კვლევა ჩატარდა GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ რუსთავი2-ს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, სავარაუდოდ იმიტომ რომ სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩენილიყო.
იგივე GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა სკანდალური კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების.
იგივე GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო, რაც თავად GFK-მაც აღიარა.
გაუგებარია, ასეთი გამოცდილების შემდეგ, რატომ გადაწყვიტა რუსთავი2-მა კვლევის GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის ქოლგის ქვეშ ჩატარება.
ჩვენთვის ეს კვლევა უფრო პოლიტიკრი ბრძოლის ტაქტიკური ელემენტია, ვიდრე მოსახლეობის განწყობების რეალური შესწავლა.
გირჩი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს ივლისის პირველი კვირიდან და ჩვენი რეალური მხარდაჭერა გამოჩნდება 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს",-წერს ჯაფარიძე.