გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკა ჩაატარეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ოფისში, აგრეთვე, ამჟამინდელი და ყოფილი ფუნქციონერების სახლებში. ეს აქცია უკავშირდებოდა გამოძიებას გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე, – იტყობინება ფრანქფურტის პროკურატურა.
ექვსი ყოფილი და ამჟამინდელი ჩინოვნიკი გამოძიების ობიექტები არიან. მათ წაყენებული აქვთ ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება. მათ სახელებს არ ამჟღავნებენ.
ბრალდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მათ “შეგნებულად წარუდგინეს საგადასახადო ორგანოებს მცდარი მონაცემები” 2014-15 წლებში რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე, რათა თავიდან აეცილებინათ გადასახადის სახით თითქმის 4.7 მილიონი ევროს გადახდა.
ჩხრეკისთვის მობილიზებული იყო 200 გამომძიებელზე მეტი.