logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უშგულის თემის მოსახლეობას შეხვდა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 14:09

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიას  უშგულის თემის მოსახლეობასთან მართავს.

 

„უშგული სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ამავდროულად მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კვლევათა სიაშია და აღიარებულია, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

 

აღნიშნულ თემში:

️აშენდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი, დაიგო ბეტონის საფარი და გრძელდება აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი

️მიმდინარეობს უშგულის თემის სოფლების, ჟიბიანისა და ჩვიბიანის სრულმაშტაბიანი რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

️მიმდინარეიბს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ ჩაჟაშის ნაგებობების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით

️მიმდინარეობს მუშაობა უშგულის განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმაზე

️მუშავდება უშგულის თემის სოფლების ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელისა და ჩაჟაშის განაშენიანების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენუანების რეგულირების წესები და ტექნიკური რეგლამენტი

️განხორციელდა უშგულის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში 10 პროექტი, სოფლების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში

️მოეწყო წყლის სისტემა სოფელ მურყმელში

️მაღალმთიანი სტატუსის მოსახლეობა სარგებლობს სოციალური და საგადასახადო შეღავათებით

️მაღალმთიან დასახლებებში ყოველ დაბადებულ ბავშვზე დაწესებულია ფულადი დახმარება

 

ამასთან, სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით და სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ პირველკურსელი სტუდენტები.

 

ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით და გაძლევთ გარანტიას, ვიქნები თქვენი ინტერესების ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner