logo_geo
eng_logo
თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება
- +

11 ოქტომბერი. 2020. 14:33

 

 

თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

 

34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

ამასთან, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.

 

მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ და ვიდრე არ ჩაუტარდებათ ტესტი, არ დარწმუნდებიან, რომ ინფიცირებული არ არიან, ბაღი ვერ გაიხსნება.

 

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.

 

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner