logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე კალის თემის მოსახლეობას შეხვდა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 16:49

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ამჯერად მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის მოსახლეობას შეხვდა.

 

„მესტიელები ყველაზე კარგად  იცნობენ იმ საშეღავათო პირობებს, რომელსაც  ჩვენი გუნდი მთიანი რეგიონების ხელშეწყობისთვის ანხორციელებს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

მისი ინფორმაციით, კალის თემში:

▶️რეაბილიტირდა კალის საჯარო სკოლა

▶️რეაბილიტირდა კალის ადმინისტრაციული შენობა

▶️რეაბილიტირდა ხიდები, მოეწყო გზის დამცავი და ნაპირსამაგრი გაბიონები სოფლებში, ვიჩნაშსა და დაუბერში

▶️რეაბილიტირდა სოფელ ხალდესთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა

▶️დაგეგმილია კალის სპორტული დარბაზის მშენებლობა

▶️განხორციელდა 14 პროექტი კალის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში

▶️მოქმედებს სოციალური პროგრამები და საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში, სადაც ყოველ დაბადებულ ბავშვზე ფულადი დახმარება გაიცემა და პირველკურსელი სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner