ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, სამართლდამცავებმა 50 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ანტისამთავრობო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, არჩევნების შედეგს ოპოზიცია არ აღიარებს და ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად აქციებს მართავს.