პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ორგანიზაცია GFK- ს შესახებ წერს:
„არ ვიცი რამდენად სკანდალურია ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა მოგაწვდით, მაგრამ საჩოთირო ნამდვილად არის.
დღეს „რუსთავი 2" -ის მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა გერმანულმა ორგანიზაცია GFK-მ. ამ ორგანიზიცაიის საქართველოში მუშაობის ისტორიიდან ცნობილია, რომ 2012 წელს მის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლის მონაცემები რადიკალურად აცდა რეალობას და მაშინვე არსებობდა არგუმენტირებული ვარაუდი, რომ ეს ორგანიზაცია „ნაციონალებმა" დაიქირავეს, რათა შირმად გამოეყენებინათ და, სინამდვილეში მონაცემებს თავად წერდნენ. ნათელია ისიც, რომ ეგზიტპოლის არასწორი შედეგები სჭირდებოდათ მოსახლეობის დეზინფორმირებისთვის და გაყალბების "გასაპრავებლად". ცნობისთვის, GFK პასუხისმგელობას იღებდა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილება 2%-ზე მეტი არ იქნებოდა, რეალურად კი ცდომილება აღმოჩნდა 20%-ზე მეტი, მაგრამ ვითომც არაფერი ისე ჩაიარა ამ ამბავმა.
ახლა კი ზემოთნახსენები საჩოთირო ინფორმაციის შესახებ. რუსეთის ხელისუფლებას რომ ყირიმის ოკუპაციის ლეგიტიმური საბაბი არ გააჩნია, ეს ვიცით, მაგრამ კრემლი მუდმივად აპელირებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობას სურდა რუსეთთან შეერთება. მაგრამ მოსახლეობის ნების გამოხატვას გაოფიციალურება და "გაპრავება" ხომ სჭირდება?! როგორ გგონიათ, რომელმა ორგანიზაციამ ითავა ეს საქმე?! სწორედ ჩვენმა მიუკერძოებელმა და ავტორიტეტულმა GFK-მ. დიახ და ნამდვილად 100%-ით!
2015 წლის თებერვალში გერმანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ GFK-მ ყირიმში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 93% მხარს უჭერს ყირიმის რუსეთის შემადგენლბაში შესვლას. მხოლოდ გამოკითხულთა 2%-მა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიას ეწინააღმდეგება.
ამავე კვლევის თანახმად, ნახევარკუნძულის მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლით მათი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
რამდენან კანონიერია ოკუპირებულ ტერიტორია კომერციული საქმიანობა (ამ შემთხვევაში კვლევევი) ცალკე საკითხია, თუმცა, ვისი დაკვეთით ჩაატარა GFK-მ ეს კვლევა ოფიციალურად არ არის ცნობილი. სამაგიეროდ ცნობილია. რომ კრემლი ეყრდნობა ამ კვლევებს და აფრიალებს, როგორც ყირემელთა ნების დადასტურებას.
ჰოდა ამ ყოვლად სანდო GFK-მ გამოაქვეყნდა დღეს მონაცემები პარტიების რეიტინგების შედეგების შესახებ!
რა ვიცი, მე მგონი, რომ ძალიან საჩოთირო ამბავია! აშკარად ვიღაცის გვირაბშია გაჭედილი ეს კვლევითი ორგანიზაცია!
ეს რომ სხვას ექნა?! ...."