ავტორი თეა ფირცხალავა
ოთარ, სულით და გულით გილოცავ 65 წლის იუბილეს. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ობიექტური მიზეზის გამო ვერ დავესწარი გუშინდელ საზეიმო საღამოს, რომელიც შენს მრავალმხრივ და საინტერესო შემოქმედებას ეძღვნებოდა და საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სადმი მიძღვნილი, ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დაარსებიდან მე-15 წლისთავის ფარგლებში აღინიშნა.
კიდევ ერთხელ გილოცავ და შენთან და რუსუდანთან ერთად ვხარობ.
გისურვებ ულევ ენერგიას, რათა კიდევ მრავალჯერ დაგვატკბო შენი მუსიკით, არაჩვეულებრივი ნახატებითა და ლექსებით.