logo_geo
eng_logo
თოიძის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, სამართალდამცველები მუშაობენ
- +

11 ოქტომბერი. 2020. 19:02

 

 

თოიძის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, სამართალდამცველები მუშაობენ.

 

 

როგორც ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, საეჭვო ნივთი სახლის სახურავზე ნახეს, რის შემდეგაც პოლიციას დაუკავშირდნენ.

 

 

სახურავზე შემთხვევით ვნახეთ ნაჭერში გახვეული რაღაც ნივთი, სახურავიდან გადმოვაგდეთ ეზოში, გაიშალა და იყო ყუმბარა. შევშინდით, დავრეკეთ 112-ში. მოვიდნენ და გვითხრეს რომ საშიშია და დაგვაცლევინეს ეზო. თვითონ გამოიძახეს გამნაღმველები. რამდენიმე წუთის წინ გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ არ არის საშიში. არ ვიცი ვის შეიძლებოდა დაედო, ღამე ჩვენ ეზოს ვკეტავთ, ეჭვი არავისზე არ გვაქვს. მე ვცხოვრობ ორ პატარა ბავშვთან და კიდევ ერთი მეზობელი ქალი“, – აცხადებს ადგილობრივი მთვარისა ზაქაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner