აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის, ტერტერის, აღჯაბადის და ფიზულის რაიონების სოფლებს ბომბავს.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. თუმცა,აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და დღეს დილით აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, გუშინ ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 9 ადამიანი დაიღუპა.