logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: ყველაფერს ვაკეთებ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოსახლეობას დავეხმარო
- +

11 ოქტომბერი. 2020. 19:32

 

 

"საინტერესო და გულთბილი შეხვედრა მქონდა წვირმის თემის სოფლების, ასკარტის, აცის, იელის, ჩობანისა და წვირმის მოსახლეობასთან. ყველაფერს ვაკეთებ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოსახლეობას საკუთარი პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო", -აცხადებს ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, რომელიც წვიმრის თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც:

 

▶️მიმდინარეობს საჯარო სკოლის მშენებლობა

▶️აშენდა ახალი საბავშვო ბაღი

▶️აშენდა სოფელ წვიმრის სასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების ხიდი

▶️პროექტირდა სოფელ წვირმის ცენტრთან

დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზა და მომავალი წლიდან მშენებლობის პროცესი დაიწყება

▶️აშენდა ნაპირდამცავი გაბიონები სოფელ იელში

▶️სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12

პროექტი განხორციელდა

▶️დაგეგმილია სოფელ იელის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა

▶️მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირებისთვის მოქმედებს სოციალური და საგადასახადო შეღავათები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner