დიდ ბრიტანეთში BCG-ის პრეპარატს, რომელიც ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება, COVID-19–ის წინააღმდეგ გამოცდიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.
Bacillus Calmette-Guérin (BCG) პრეპარატი, იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და ორგანიზმს ინფექციისაგან იცავს. მკვლევართა აზრით, პრეპარატმა შესაძლოა COVID-19–ისგან ეფექტური დაცვაც უზრუნველყოს.
„ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, შეუძლია თუ არა BCG პრეპარატს COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დაცვა", - განაცხადა ჯონ კემპბელმა, ექსტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ პანდემიისგან დასაცავად დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა გაზაფხულამდე გაგრძელდეს.