logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში ტუბერკულიოზის სამკურნალო პრეპარატს COVID-19-ის წინააღმდეგ გამოცდიან
- +

11 ოქტომბერი. 2020. 19:58

 

 

დიდ ბრიტანეთში BCG-ის პრეპარატს, რომელიც ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება, COVID-19–ის წინააღმდეგ გამოცდიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

 

 

Bacillus Calmette-Guérin (BCG) პრეპარატი, იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და ორგანიზმს ინფექციისაგან იცავს. მკვლევართა აზრით, პრეპარატმა შესაძლოა COVID-19–ისგან ეფექტური დაცვაც უზრუნველყოს.

 

 

ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, შეუძლია თუ არა BCG პრეპარატს COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დაცვა", - განაცხადა ჯონ კემპბელმა, ექსტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელმა.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ პანდემიისგან დასაცავად დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა გაზაფხულამდე გაგრძელდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner