logo_geo
eng_logo
რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს
- +

11 ოქტომბერი. 2020. 20:00

 

 

სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს.

 

 

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის მთავარი თემა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება გახდა. რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს აქტიური შუამავლური ძალისხმევა.

 

 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner