logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: აშკარა სატრანსპორტო დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე...
- +

28 ივნისი. 2016. 22:21



ვასილ მაღლაფერიძე თბილისში, საავტომობილო გზებზე არსებულ მდგომარეობას აფასებს:


 არსებულ

„ზოგ მძღოლს ჰგონია, რომ რაც უფრო დიდ ავტომობილში ზის, მით მეტი სოციალური სტატუსი აქვს და თაყვანისცემას იმსახურებს. ბევრი მათგანი ძალიან ცუდად და აგდებით ექცევა ველოსიპედისტებს, თითქოს ესენი ვიღაც აბეზარი მეორეხარისხოვნები არიან და ქუჩაში გამოსვლის უფლებაც არა აქვთ.

 

აშკარა სატრანსპორტო დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე. არ იქნება ურიგო, ველოსიპედისტების გამაფრთხილებელი აქცია-მსვლელობის გამართვა იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ ველოსიპედი არა მხოლოდ სრულფასოვანი, არამედ მომავლის გარდუვალი ტრანსპორტია, მით უმეტეს თბილისში, სადაც ერთ-ორ წელიწადში მანქანით გადაადგილება შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება მერიას, სანამ დაპირებული ველობილიკები გაკეთდება ოდესღაც, მანამდე ხვალვე ავტომანქანების სადგომებზე უნდა გამოიყოს და დაიხაზოს ველოსიპედების და მოტოროლების დასაყენებელი ადგილები, სადაც ავტომობილები ვერ დადგებიან.

 

P.S. ზოგი ჭირი მარგებელია და ამ საცობების გადამკიდე მალე დადგება, სახელმწიფო მოხელეების დეავტომობოლიზაციისა და ამის ნაცვლად მათი მოტოროლიზაცია-ველოსიპედიზაციის ერა."


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner