„ვფიქრობ, შესაძლებელი იყო საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა თუნდაც რამდენიმე ხანი ყოფილიყო ცალკე“, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა.
კახა კახიშვილის თქმით, ცალკე უწყებაში ბევრად სწრაფი რეფორმები ხორციელდება.
„მთელ მსოფლიოში ძირითადად, სასჯელაღსრულების სისტემა ან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ან არის ქვეყნები, სადაც არის შსს-ს დაქვემდებარებაში. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე მოვიდა დრო, როდესაც შესაძლებელი იყო გაერთიანება. თუმცა, ჩემი პირადი თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო, საქართველოში, თუნდაც, რამდენიმე ხანი ყოფილიყო ცალკე, რადგან ბევრად სწრაფი რეფორმები ხორციელდება, როდესაც კონკრეტულად ერთ დარგზე ხარ პასუხისმგებელი",- განაცხადა კახიშვილმა.
მან დასძინა, რომ საგანგაშოს ვერ ხედავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.