logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელმა მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 22:16

 

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბაქოსა და ერევანს მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle  წერს.

 

 

გერმანიის კანცლერი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

 

 

საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ეუთო-მინსკის ჯგუფის შუამდგომლობით, არსებითი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ განახლდეს”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

 

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ მხარეთა შორის მოსკოვში გაფორმებულ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner