logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე ლევან ვარშალომიძეს: ადამიანები არ იცვლებიან!.. ეს აქსიომაა, საშიში ადამიანები, საშიშადვე რჩებიან!
- +

28 ივნისი. 2016. 22:50



მერაბ ბლადაძე ლევან ვარშალომიძეს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:


„გეთანხმები, რომ  „ოცნების'' ხელისუფლებამ უზარმაზარი შეცდომები დაუშვა აჭარის მიმართებაში, თუნდაც იმით, რომ ბევრი, როგორც უქნარა, ასევე ცუდი პიროვნული თვისებების მატარებელი ადამიანები მაღალ თანამდებობებზე დასვა...  ამ ხალხს უკვე უშვებენ თანამდებობებიდან და რაღაც ახალის მოლოდინი გაგვიჩნდა. მაგრამ ეს არაა მთავარი

 

-ლევან, როგორ დავივიწყოთ შენი, ყოფილი კარის მეზობელი ლეილა აბესაძე, ბინის გაფართოება, რომ გადაწყვიტე და აიძულებდი კაპიკებში დაეთმო მისი ბინა... არ დაგითმო და პოლიციის ძალით გამოათრიე კუთვნილი სახლიდან, ადამიანი, რომლის თვალწინ გაიზარდე, ბავშვობაში გეფერებოდა და „ჟუვაჩკებს" გჩუქნიდა... პოლიციის ძალით გამოათრიე და საგიჟეში გამოაკეტინე, რამდენინე კვირით.

 

დღესაც ცოცხალია ის ქალბატონი, საღ ჭკუაზეა და ელოდება შენს ჩამოსვლას...

 

ლევან , წალკაში, დიდი ზარზეიმით, რომ ჩაიყვანეთ 2007 წელს, 2500 აჭარელი ოჯახი, ტელევიზიების თანხლებით, ვერტმფრენებით თქვენ და სააკაშვილმა "დიდ სახალხო ზეიმად" რომ აქციეთ .. თქვენი ''ჩასახლება'' , დაპირდით სახლები, მიწა, სამსახური და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ "ძაღლებივით დაყარეთ უპატრონოდ" ეს ხალხი, მაშინ არ იყო ის, იგივე აჭარლები, ახლა თვალზე ცრემმორეული, რომ გაგახსენდა, რა სოციალური ბინები დაგრჩა ასაშენებელი, წალკის სუსხიან ზამთარში ხალხი ქუჩაში, რომ დატოვეთ, მაშინ გეფიქრათ მათზე?!....

 

თქვენი რეჟიმის მიერ გაუბედურებულ ადამიანებზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას!!!...

 

ლევან, "ადამიანები არ იცვლებიან".. ეს აქსიომაა, საშიში ადამიანები, საშიშადვე რჩებიან, რაც არ უნდა "კეთილი ბიძიას" მანტია გადაიცვან...

. : ის ფულები არ გიშველით, რა ფულითაც აჭარლების მოსყიდვას ცდილობთ!!!

 

(მაგრამ თქვენთან რა მინდა, ამათი უშიშროება,როცა "გაჩუმებულია" ?!.. თუ არ იციან, მით უარესი ჩვენთვის)...

 

პირველი ივლისიდან ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. არჩევნებამდე 100 დღით ადრე ის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი იქნება. 


როგორც ვარშალომიძე პოსტსკრიპტუმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს, აჭარის ხელისუფლებაში მოსვლას იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, ვინც აჭარა ააშენა. რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ვარშალომიძის თქმით მან მხოლოდ ერთი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა - ვინ რა გააკეთა და ვის რისი გაკეთება შეუძლია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner