ახალი ტიპის კორონავირუსი მობილურის ზედაპირზე, ქაღალდის ფულსა და უჟანგავ ფოლადზე სიცოცხლისუნარიანობას 28 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ამის შესახებ BBC წერს.
ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს დასკვნით, Sars-Cov-2-ის ინფექცია სიცოცხლისნარიანობას იმაზე დიდხანს ინარჩუნებს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი ნივთების ზედაპირიდან ინფექციის გადაცემის რისკს ეჭვქვეშ აყენებს. მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით, ვირუსი ყველაზე ხშირად ხველისა და საუბარის დროს ვრცელდება.
შედარებისთვის, გრიპის ვირუსი იმავე პირობებში სიცოცხლისუნარიანობას 17 დღის განმავლობაში ინარჩუნებს.