„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა კახიშვილის განაცხადებით, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დალაგდეს.
კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ისაუბრა ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებზე და განაცხადა, რომ ბოლომდეა მისაყვანი სასამართლო და პროკურატურის რეფორმა.
„პირდაპირ ვაცხადებ, სასამართლო სისტემაც ბოლომდე მისაყვანია, რადგან ხარვეზებია; პროკურატურის რეფორმაც ბოლომდე მისაყვანია; აღმასრულებელი ხელისუფლებაც; ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიაც გასასწორებელია. ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დალაგდეს, რადგან ერთხელ და სამუადამოდ ყველა აკეთოს საქმე, რაც იცის“,- აღნიშნა კახიშვილმა.
კახიშვილმა დასძინა, რომ იქნება ერთ-ერთი ადამიანი, ვინც, ამ რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.
„თუ ვერ მივიყვანთ, მივიყვანთ იმ დონემდე, რომ შემდეგში სხვა ხელისუფლებამ მიიყვანოს. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მუდმივ განახლებას მოითხოვს, მუდმივ რემორმირებას, რადგან ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთ ქვეყანაში ვერ იტყვის: ჩვენ სასამართლო ან პროკურატურის რეფორმა დავასრულეთ და არ გვჭირდება არანაირი სიახლე“, - განაცხადა მან.
მისივე განხადებით, სასამართლო და პროკურატურის რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში, თუმცა სხვა პრობლემებიც ბევრია.
„როდესაც ადამიამიანებს ხვდები, ძალიან ბევრი პრობლემაა, იგივე, შშმ პირებთან, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ვეტერანებს, რომელთა ღვაწლიც დაფასებული არ არის, ბევრი პრობლემაა ადამიანებთან, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და როდის ჩამოინგრევა, არავინ იცის, ძალიან ბევრი პრობლემაა მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახიშვილმა.