logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: თბილისში არაა კორონავირუსის შემთხვევების ისეთი მატება, რომ ამას მოჰყვეს დიდი შეზღუდვები
- +

12 ოქტომბერი. 2020. 01:07

 

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, თბილისში არ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისეთი მატება, რომ ამას მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

 

თბილისში გარკვეული მატება არის, თუმცა ეს მატება მილიონნახევრიანი ქალაქისთვის არ არის ეპიდემიოლოგიურად ისეთი, რომ ამას მოჰყვეს გარკვეულწილად დიდი შეზღუდვები. ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. მიმდინარეობს აქტიური ფოკუსირებული პრევენციული ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს კონტაქტების გამოვლენას, მათ იზოლაციას და აქტიურ ტესტირებას მაღალი რისკის ჯგუფებში. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც არის ეფექტური ასეთ შემთხვევებში. ვფიქრობ, შესაძლებელია, სტაბილურად მოხდეს შენარჩუნება და ეპიდემიის გავრცელების ესკალაცია არ მივიღოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner