logo_geo
eng_logo
უნიკალური აღმოჩენა – 1723 წელს პარიზში შექმნილი რუკა, რომელზეც დავით გარეჯია დატანილი
- +

12 ოქტომბერი. 2020. 02:12

 

 

მედიაში გავრცელდა სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1723 წელს შემუშავებული და ფრანგი კარტოგრაფის გიიომ დელილის გამოცემული რუკა, რომელიც ერთადერთი რუკაა, სადაც დავით გარეჯის ადგილ-მდებარეობა და თავად სამონასტრო კომპლექსია დატანილი.

 

 

რუკის სათაურში სულხან-საბა ორბელიანია მოხსენიებული.

 

 

 

„შედგენილია მეფის განკარგულებით ქართველი თავადის სულხან-საბას (შოსკამ-შაბბას) ხელნაწერი ცნობების მიხედვით, ასევე სპარსეთის საელჩოს ელჩების – კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის მიერ“ - ვკითხულობთ „პრაიმტაიმის“ სტატიაში.

 

 

საფრანგეთის შემდეგ სულხან-საბას რუკა ჰოლანდიაშიც ორმა სხვადასხვა კარტოგრაფიულმა გამომცემლობამ გამოსცა.

 

 

დავით გარეჯის სრული კომპლექსი საქართველოს შემადგენლობაში საქართველოს გასაბჭოებამდე შედიოდა. მას შემდეგ, რაც სტალინმა და სერგო ორჯონიკიძემ აზერბაიჯანთან ახალი სასაზღვრო ზოლი „დაადგინეს“, დავით გარეჯი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სადაო ტერიტორია გახდა.

 

 

 

ახლა აზერბაიჯანის მხარე სწორედ კომუნისტების კარტოგრაფიულ ცნობებს ეყრდნობა და საუბრობს ე.წ. საზღვრებზე.

 

 

 

შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა.

 

 

 

ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს.

 

 

 

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner