დღეს თბილისში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში არ განახლდება. დანარჩენი ბაღები კი, ფუნქციონირებას განაახლებენ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება მხოლოდ იმ სამ ბაღში, რომლის პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ეს ბაღებია: გლდანში – #53, დიდუბეში – #99 და კრწანისში #36 ბაღი.