სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ფრონტის ხაზის გარღვევას ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებზე ცდილობდა, თუმცა ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაციის შეცვლა ვერ შეძლო.
ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმია დილიდან მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას არტილერიით ბომბავს.