სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 370-ით გაიზარდა და დღეისთვის 56 821-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 1026 პაციენტია გარდაცვლილი. იმ პაციენტების რიცხვი კი, რომელთაც ვირუსი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა, 306-ს შეადგენს.