სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ჰადრუტის ასაღებად აზერბაიჯანის არმია ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ატარებს.
ერევანში ამბობენ, რომ მოწინააღმდეგეს ქალაქის მიმართულებაზე დიდი ძალები ჰყავს მობილიზებული.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰადრუტთან აზერბაიჯანის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ბლოკირების და განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს.
სომხური მხარე აზერბაიჯანს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში სდებს ბრალს.