logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ახალსოფლის, ადლისაა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ
- +

12 ოქტომბერი. 2020. 12:27

 

 

ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

 

მაჟორიტარი კანდიდატების მორიგი შეხვედრა  ახალსოფლის, ადლისაა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებთან  შედგა.

 

კანდიდატებმა ახალსოფლის მოსახლეობას აცნობეს, რომ უახლოეს პერიოდში დასასრულს მიუახლოვდება და ექსპლუატაციაში შევა ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რის შემდგომაც, ამ დასახლების დამატებით 1000 აბონენტი  წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

 

შეხვედრაზე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი  პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner