ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 120 000-ს აღემატება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების 66 732 და გარდაცვალების 816 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსს 109 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 860 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს.