logo_geo
eng_logo
ზვიად შალამბერიძე: იმერეთის რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება
- +

12 ოქტომბერი. 2020. 13:41

 

 

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

 

გუბერნატორის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან.

 

„რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა შალამბერიძემ.

 

გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 450 კოვიდინფიცირებული გადის. 1 800 პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო 200 კარანტინში იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner