logo_geo
eng_logo
„პარტიული რეიტინგების შესახებ კვლევას „ქართული ოცნება“ 29 ივნისს გამოაქვეყნებს“
- +

28 ივნისი. 2016. 23:46


„პარტიული რეიტინგების შესახებ კვლევასქართული ოცნება" 29 ივნისს გამოაქვეყნებს", - ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


 არანაირი ვალდებულება არ აქვს ქართულ საზოგადოებას, რომ 100%-ით დაიჯეროს, შეუძლიათ ჩათვალონ, რომ ეს არის პარტიული კვლევა. ამის გამოქვეყნებას არც ვაპირებდით, მაგრამ ამას ვაქვეყნებთ, რათა ხალხმა იცოდეს სინამდვილეში, რა სურათია. ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო დოკუმენტი და თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ორჯერ მეტი გვაქვს პროცენტი და ნდობაქართულ ოცნებას", ხოლო ვინც ჩვენ ხმას გვაძლევს, თითქმის ორჯერ მეტი ამბობს - რა მნიშვნელობა აქვს ვის მივცემთ ხმას, მაინცქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ანუ, რწმენა იმისა, რომქართული ოცნება" გაიმარჯვებს დაქართულ ოცნებას" ყავს მხარდამჭერები, არის ძალიან მაღალი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner