logo_geo
eng_logo
ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში უნდა მოხვდეს
- +

12 ოქტომბერი. 2020. 13:47

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში უნდა მოხვდეს.

 

ეს განცხადება ჰეიკო მაასმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ლუკაშენკოს რეჟიმი აგრძელებს ძალადობას, ისევ ვხედავთ, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს იჭერენ. მე შევთავაზე ევროკავშირს ახალი სანქციების პაკეტის მომზადება, რომელშიც ლუკაშენკოც უნდა იყოს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner