„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში მულახის თემის სოფლების, არცხელის, ზარდლაშის, ლახირის, მაჯვდიერის, მურშკელის, ჟაბეშის, ჟამუშის, ღვებრას, ჩვაბიანის, ცალდაშისა და ჭოლაშის მოსახლეობას შევხვდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ისაუბრეს მულახის თემში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,
„კერძოდ:
▶აშენდა ილია გაბლიანის სახელობის სპორტული სკოლა
▶აშენდა მურშკელის მრავალფუნქციური შენობა
▶რეაბილიტირდა სოფელ მუჟალში რევაზ მარგიანის სახელობის და სოფელ ჭოლაშში, იაროსლავ იოსელიანის სახელობის საჯარო სკოლები
▶რეაბილიტირდა სოფელ ჭოლაშის ხიდი
▶მოეწყო გზის საყრდენი კედლები
▶გაიწმინდა სოფლების: ჟაბეშისა და ჩვაბიანის ღელეები, მოეწყო რკინა-ბეტონის გადასასვლელები და გაბიონები
▶მიმდინარეობს მულახის თემის სოფლების: მაჟვდიერი-ჟაბეში საავტომობილო გზის მშენებლობა
▶მიმდინარეობს მულახის თემის სოფლების წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების პროექტირება
▶დაგეგმილია მუჟალისა და ჭოლაშის საბავშვო ბაღების მშენებლობა
▶დაგეგმილია სოფელ არცხელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ჟიმუშიდან ჭოლაშში გადასასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.