logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია: ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და მისი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია
- +

12 ოქტომბერი. 2020. 15:07

 

 

სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურა და სახელისუფლებო გუნდის სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე ფოთის, ხობის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში ტაბიძის, 9 აპრილის და ბერდიანკის ქუჩების მოსახლეობას ესაუბრა.

 

კანდიდატის თქმით, ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და მისი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია.

 

დიდი ყურადღება ექცევა როგორც პორტის შემდგომ განვითარებას, ისე ქალაქის კეთილმოწყობასა და ფოთელებისთვის უკეთესი საცხოვრებელი და ეკონომიკური გარემოს შექმნას. ქალაქისთვის სულ უფრო მეტი კეთდება, იქნება ეს საგზაო ინფრასტრუქტურა თუ სოციალური მხარდაჭერა.

 

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, ძალიან ბევრი სირთულე დავძლიეთ. განვახორციელეთ და დავგეგმეთ ბევრი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ იყო მიმართული. თუმცა, კარგად გვესმის, რომ ჩვენ წინაშე კიდევ არის გამოწვევები, რომელთა გადასაჭრელად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და საერთო ძალისხმევით ეტაპობრივად მათაც გადავწყვეტთ“, - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner