logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი გვარამიაზე: გამოჩნდა რაღაც ახალი „გავროში“, ახალი რევოლუციის მებაირახტე!
- +

28 ივნისი. 2016. 23:47


რამდენიმე დღით ადრე ძებნილმა გუბერნატორმა, სააკაშვილმა, გამოაცხადა, რომ გამოქვეყნდებოდა ეს კვლევები და მანამდე გამოჩნდა რაღაც ახალი "გავროში", ახალი რევოლუციის მებაირახტე თქვენი გენერალური დირექტორის სახით," - ეს განცხადება განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა  „რუსთავი 2"-ის დაკვეთით GFK -ის მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.


სოზარ სუბარი  „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს გავროშად მოიხსენია.


რამდენიმე დღით ადრე ძებნილმა გუბერნატორმა, სააკაშვილმა, გამოცხადა, რომ გამოქვეყნდებობდა ეს კვლევები და მანამდე გამოჩნდა რაღაც ახალი "გავროში", ახალი რევოლუციის მებაირახტე თქვენი გენერალური დირექტორის სახით, რომელიც იმუქრებოდა ამბოხებით, ლაპარაკობდა გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით მონიჭებულ ამბოხების უფლებაზე. ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ ამ მიზანს, რომ შექმნან ვითომ ლეგიტიმური საფუძველი გარკვეული არეულობისთვის იმიტომ, რომ კარად იციან, რომ არჩევნებს წააგებს სასტიკად ნაციონალური მოძრაობა. დაუძველდა ეს მეთოდები უკვე ნაციონალურ მოძრაობას," - განაცხადა სოზარ სუბარმა.


სოზარ სუბარი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "საქართველოს ისტორიაში, ყველაზე ცივილიზებული არჩევნები ჩატარდება".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner