logo_geo
eng_logo
სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
- +

12 ოქტომბერი. 2020. 16:55

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.

 

ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

 

ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს  უკიდია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner