„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ლატალის თემში შემავალი ათი სოფლის - იენაშის, იფხის, კვანჭიანარის, ლახუშდის, ლაჰილის, ლელბაგის, ლეშუკვის, მაცხვარიშის, ნანყვამ-ზაგრალის, სიდიანარისა და შყალერის მოსახლეობას შეხვდა.
„აქ ეტაპობრივად ხორციელდება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, რომელიც მოსახლეობას მთიანი რეგიონის სოფლების შენარჩუნებაში დაეხმარება“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე ლატალის თემში, სადაც:
▶️აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი
▶️რეაბილიტირდა ლატალის საჯარო სკოლა
▶️რეაბილიტირდა ლატალის სპორტული სკოლა
▶️რეაბილიტირდა ლატალის სამედიცინო ამბულატორია
▶️მოეწყო სანიაღვრე არხები და წყალგაყვანილობის სისტემები
▶️მიმდინარეობს სოფელ ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც.