logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ლატალის თემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
- +

12 ოქტომბერი. 2020. 16:58

 

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ლატალის თემში შემავალი ათი სოფლის - იენაშის, იფხის, კვანჭიანარის, ლახუშდის, ლაჰილის, ლელბაგის, ლეშუკვის, მაცხვარიშის, ნანყვამ-ზაგრალის, სიდიანარისა და შყალერის მოსახლეობას შეხვდა.

 

„აქ ეტაპობრივად ხორციელდება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, რომელიც  მოსახლეობას მთიანი რეგიონის სოფლების შენარჩუნებაში დაეხმარება“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე ლატალის თემში, სადაც:

 

▶️აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი

▶️რეაბილიტირდა ლატალის საჯარო სკოლა

▶️რეაბილიტირდა ლატალის სპორტული სკოლა

▶️რეაბილიტირდა ლატალის სამედიცინო ამბულატორია

▶️მოეწყო სანიაღვრე არხები და წყალგაყვანილობის სისტემები

▶️მიმდინარეობს სოფელ ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner