სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია სამი და დაშავებულია 50-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორე ტერმინალის შესასვლელთან აიფეთქა თავი.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა ისმოდა აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიიდან.
ამჟამდ აეროპორტიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ყველა რეისი გაუქმებულია.