logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი მოვიზიდოთ
- +

12 ოქტომბერი. 2020. 18:46

 

 

„ოპოზიციური ძალების მხრიდან იყო დაანონსებული და არაერთი პრესკონფერენცია და ინტერვიუ მიუძღვნეს იმას, რომ ხელისუფლება თითქოსდა სარგებლობს მსოფლიოში არსებული პანდემიით და მაქსიმალურად შეზღუდავს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას საქართველოში“, - განაცხადა „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, ცესკო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე, ამ წუთის მდგომარეობით, 20 საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირებულია.

 

„პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებში გაგზავნეს მოსაწვევები და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი მოვიზიდოთ, რომ გაშუქება და დაკვირვება მოხდეს. ის დემოკრატიული პროცესი, რომელსაც ადგილი ექნება 31 ოქტომბერს, ყველასთვის აღქმადი იყოს და ლეგიტიმურობა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფილი იყოს. აქვე მინდა მივესალმო იმას, რომ IRI და NDI, რომლებიც, თავდაპირველი ინფორმაციით, თითქოს ვერ ახერხებდნენ დამკვირვებლების გამოგზავნას, მათი გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიები უკვე საქართველოში არიან და უკვე მოქმედებენ, ისევე, როგორც ეუთო/ოდირის მისია. მოკლევადიან დამკვირვებლებს, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის ველოდებით ისევე , როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის და სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებს. განსაკუთრებული აქტიურობაა დაფიქსირებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებაში. ცესკო-ს გვერდზე ამ წუთისთვის გვაქვს ინფორმაცია, რომ 89 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner