„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ დღევანდელი შეხვედრები, ცხუმარის ტერიტორიული ერთეულის სოფლების - ლაბსყალდის, ლეზგარას, მაგრდელის, სვიფის, ტვიბერისა და ღვებალდის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა, სადაც, ბოლო წლებში:
▶აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
▶გაიწმინდა ღვებალდის ღელე და მოეწყო სანიაღვრე სისტემა
▶მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა
▶მიმდინარეობს ცხუმარის წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა.
▶დაგეგმილია ცხუმარის ცენტრთან დამაკავშირებელი 6-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა
▶მოეწყო გზის დამცავი კედლები და გაბიონები
▶რეაბილიტირდა ლაბსყალდის გზა.