logo_geo
eng_logo
თემურ ცერცვაძე: აჭარაში არც ერთი პაციენტი, ვისაც სჭირდება, არ რჩება ჰოსპიტალიზაციის გარეშე, ფაქტობრივად რიგში არავინ დგას
- +

12 ოქტომბერი. 2020. 19:38

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერვაძის განცხადებით, დღესდღეობით აჭარაში არც ერთი მოქალაქე არ რჩება ტესტის და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის გარეშე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღმოფხვრილია ხარვეზი ტესტის პასუხებთან დაკავშირებითაც და მოქალაქეებს ტესტის შედეგებს 48 საათის განმავლობაში ატყობინებენ.

 

შეფერხებები გარდაუვალია ყველაზე კარგად გამართულ სისტემებში და ყველაზე კარგად მოწყობილ ქვყენებშიც. გარდა იმ 2-3 კვირიანი შეფერხებისა აჭარაში, რომლის ლიკვიდაცია ფაქტობრივად უკვე მოხერხდა და ამისთვის იქ გადასროლილია ძალიან მაღალი რანგის  სპეციალისტები მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, წამყვანი რეანიმატოლოგების, თუ ადმინისტრატორების, მენეჯერების ხელმძღვანელობით ზეგ ასევე გაემგზავრება ინფექციონისტთა სერიოზული ჯგუფი ბათუმში. ეს ფაქტობრივად უკვე დარეგულირებულია და საოცრად გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, დავუბრუნდით იგივე რეჟიმს, როცა სახელმწიფო, სამინისტრო აბსოლუტურად ადეკვატურად მართავდა ყველაფერს, ყველაფერი კონტროლს ევქმედებარება. არც ერთი ავადმყოფი არ რჩება ტესტის გარეშე, ყველა ტესტის პასუხი მიეწოდება 48 საათში. იცით, რომ აჭარაში იმ 2-3 კვირიან მონაკვეთში იყო ჩავარდნა, რამაც გარკვეული კრიზისული სიტუაცია შექმნა, როცა ტესტები გვიანდებოდა, დღეს ეს აღარ არის. შესაბამისად, არც ერთი ინფიცირებული არ რჩება ექიმის კონსულტაციის გარეშე, არც ერთი პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ რჩება ჰოსპიტალიზაციის გარეშე. დღეს ფაქტობრივად რიგში არავინ დგას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფების რაოდენობა გაიზარდა,  ორი-სამი კვირა, რაც საქართველოში შეფერხება იყო, ასეთი სიტუაცია, ოღონდ გაცილებით უარეს ფორმებში, პანდემიის პირველი დღიდან დღემდე ხდება ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში. საქართველოში, ერთი კაცი არ გარდაცვლილა ბინაში და იცით, რა ხდებოდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, როცა ბინებიდან გამოყავდათ მიცვალებულები, დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. ინგლისში ოფიციალური მონაცემებით 4000-მდე კაცი გარდაიცვალა ისე, რომ ჰოსპიტალში ვერ მოათავსეს, მათ შორის კერძო ბინებში. საქართველო ყველაფერ ამასთან შედარებით, იმ ორკვირიანი ჩავარდნის პირობებშიც კი უკეთესად მუშაობდა, ვიდრე ეს ქვეყნები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner