logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პარლამენტმა 2007 წელს გააუქმა სამშობლოს ღალატის მუხლი - ეს დამთხვევა არ არის
- +

12 ოქტომბერი. 2020. 19:50

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

სააკაშვილის პარლამენტმა 2007 წელს გააუქმა სამშობლოს ღალატის მუხლი, ზუსტად მაშინ როცა აზერბაიჯანს 300 ჰექტარი მიწის გადაცემაზე კომისიამ მოუწერა ხელი.

 

პარლმენტის ეს გადაწყვეტილება დამთხვევა რომ არ არის, მჯერა იმიტომ ეს სააკაშვილის მართვის სტილში ზუსტად ეწერება.

 

ჩვენ გვახსოვს საკანონმდებლო გადაწყვეტილებები გირგვლიანის მკვლელები რომ დროზე ადრე გამოეშვათ ციხიდან, და უფრო მეტიც, კონსტიტიციის ცვლილება, ერთი ძალზედ ახალგაზრდა ნაშა" სააკაშვილის გადაწყვეტილებით პარლამენტში რომ დაესვათ.

 

აი, ამ საქმეში სააკაშვილს მხარს უჭერენ რუსთის ყველაზე საშიში აგენტი "ევსაქები"და "ლელო". სხვებზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ესენი გვაჩვენებენ ჩვენ, რომ ვითომ ყველაზე პროდასავლურები არიან“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner