СOVID-19-ის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული მოგზაურობის, ასევე სხვა შეზღუდვებისა და წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის დეფიციტის გამო, ეუთო/ოდირ-მა გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეზღუდოს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ქვეყანებში მხოლოდ გრძელვადიანი დამკვირვებლები დარჩებიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ით გამოწვეული უჩვეულო მდგომარეობის გამო, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მოკლევადიანი დამკვირვებლის გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. შესაბამისად, ოდირ-მა სამი სადამკვირვებლო აქტივობის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტა. აქამდე არსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისია (EOM) შეზღუდულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიად შეიცვლება (LEOMs), რომელიც ექსპერტთა ჯგუფს და გრძელვადიან დამკვირვებლებს მოიცავს.