logo_geo
eng_logo
ჟურნალისტები „ნაციონალურ მოძრაობას“ აგრესიასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
- +

12 ოქტომბერი. 2020. 20:17

 

 

მედიაჰოლდინგკვირა“- სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტის, ბექა ლაგვილავას ინფორმაციით, ენმ- წევრებმა დღეს მას და ოპერატორს მუშაობაში ხელი შეუშალეს, რაც მათი მხრიდან სხვდასხვა პროვოკაციულ ქმედებაში გამოიხატებოდა.

 

 

ბექა ლაგვილავას ინფორმაციით, მათ ენმ- ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მალხაზ ჯალაღონიას ჩაწერა სურდათ, რომელიც კოკსა და ორსანტიაში შეხვედრებს მართავდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

 

 

მისივე ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს პარტიის წევრები და მხარდამჭერები აგრესიით დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

გადამღები ჯგუფი ინციდენტის ამსახველ ვიდეო-კადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ ენმ-წარმომადგენლები გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და მოუწოდებენ, რომ ჟურნალისტმა და ოპერატორმა შეხვედრის ადგილი დატოვონ.

 

 

როგორც ბიუროს ჟურნალისტი აცხადებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის ოპოზიციური პარტიის მხრიდან და მათზე სიტყვიერ ძალადობას და აგრესიულ ქმედებებს სისტემატური ხასიათი აქვს.

 

 

ბრალდებებს უარყოფენ ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში და პროვოკაციის მოწყობაში პირიქით, ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მსგავს ქმედებებს ცალკეული სააგენტოები მთავრობის დაკვეთით ახორციელებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner