logo_geo
eng_logo
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას მომავალი არ აქვს და ყველასათვის კატასტროფული იქნება
- +

12 ოქტომბერი. 2020. 20:24

 

 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას მომავალი არ აქვს და ყველასათვის კატასტროფული იქნება.

 

 

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რასაც შაბათს მივაღწიეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ზავს არ დავდებთ, თუ ყველაფერი ეს გაგრძელდება, ჩვენ უარს ვამბობთ მშვიდობიან გამოსავალზე და შანსს სამხედრო გადაწყვეტილებას ვაძლევთ“, - განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

 

 

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის ალტერნატივები მიუღებელია და რეგიონისთვის ცუდია.

 

 

ის, რაც ხდება, მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს. ჩვენთვის ეს ჩვენი თანამემამულეების მთიან ყარაბაღში ფიზიკური არსებობისთვის ბრძოლაა“, - დასძინა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner