„იმჟამინდელი პროკურატურა, ადეიშვილი, ბოკერია, სააკაშვილი იმ ხალხს, ვისაც რუსეთის ჯაშუშებად მოიხსენიებდნენ, დღეს პროდასავლურ ლიდერებს უწოდებენ“, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„კომუნისტების დროს იყო მოდა, რომ დისიდენტებისთვის სამშობლოს ღალატი უნდა დაებრალებინათ და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ეს ტერმინი მათ ესთეტიკაში არ ჯდებოდა და მათთვის უფრო მისაღები იყო რუსეთის ჯაშუშობა, ამიტომ, ვინც სააკაშვილს აკრიტიკებდა, ყველა იყო „რუსეთის ჯაშუში“, ამიტომ, ამ მუხლით აღძრავდნენ ხოლმე საქმეებს. ეს ოპოზიცია ხანდახან შეურიგდებოდა ხოლმე მერე სააკაშვილს და ხდებოდნენ „პროდასავლური ოპოზიციის“ ლიდერები. მეცინება კიდეც, როდესაც ასეთად მოიხსენიებენ ირაკლი ოქრუაშვილს, შალვა ნათელაშვილს, გუბაზ სანიკიძეს, ლევან ბერძენიშვილს, დავით ბერძენიშვილს - ეს ის ხალხია, რომელთა წინააღმდეგაც ოფიციალურად იყო დაწყებული გამოძიება რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით.
ამ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურას გადასცემდნენ და ეს უფრო იყიდებოდა - ამობდბენ, რომ ჩვენ გვებრძვის არა ოპოზიცია, არამედ, რუსეთის რეზიდენტურა და დასავლეთში რაღაც პერიოდი ამას თავისი კლიენტურა ჰყავდა, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს კომიკური გახდა.
იმჟამინდელი პროკურატურა, ადეიშვილი, ბოკერია, სააკაშვილი იმ ხალხს, ვისაც რუსეთის ჯაშუშებად მოიხსენიებდნენ, დღეს პროდასავლურ ლიდერებს უწოდებენ, რაც აჩვენებს იმაზე, რამდენად პირობითია, როდესაც პროდასავლურობაზე ვსაუბრობთ - რა თქმა უნდა დასავლეთი მნიშნელოვანია, მაგრამ ის ხალხი, რომელსაც ეს თემა პრივატიზებული აქვს საქართველოში, სინამდვილეში თვითონ არის შორს დასავლური ღირებულებებისგან და საბოლოოდ, ხარ თუ არა პროდასავლური, ამ ხალხისთვის დაიყვანება იქამდე, ხარ თუ არა „მიშისტი“. როცა ამბობენ, პროდასავლურს, გულისხმობენ „მიშისტს“. თუ არ ხარ მიშისტი, ავტომატურად ხარ პრორუსული“, - აღნიშნა კახა კუკავამ.