თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი გზის საპირისპირო მხარეს გადასვლას ცდილობდა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობით და ტრავმული შოკით გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.