სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე 12 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, თავდასხმა სავარაუდოდ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორე ტერმინალის შესასვლელთან აიფეთქა თავი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ბომბის ამოქმედებამდე :კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა
ამჟამდ აეროპორტიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ყველა რეისი გაუქმებულია.