logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: გათავისუფლებულ მიწებზე ქალაქებს გავაშენებთ და სამოთხედ გადავაქცევთ, იქ სიცოცხლე და ბავშვების სიცილი დაბრუნდება
- +

12 ოქტომბერი. 2020. 22:54

 

 

ჩვენ გავაშენებთ ქალაქებს გათავისუფლებული მიწებზე და ამ ადგილებს სამოთხედ გადავაქცევთ“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.

 

 

ეს მიწები გაცოცხლდება, იქ სიცოცხლე და ბავშვების სიცილი დაბრუნდება. აზერბაიჯანის მოქალაქეები ღირსეულად იცხოვრებენ ამ მიწებზე",- დაწერა ალიევმა.

 

 

მისივე ინფორმაციით, დაიბომბა ქალაქი განჯა, რაც სომხეთის ფაშისტური პოლიტიკის გამოვლინებაა.

 

 

დაბომბეს ქალაქი განჯა - საზარელი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ეს არის ფაშისტური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც სომხეთის ხელმძღვანელობა ატარებს",- წერს პრეზიდენტი.

 

 

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან არის ძალაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner